fbpx
ემიგრაცია

ვოლსკი ემიგრანტებთან დაკავშირებით: მუშაობა მაღალი ინტენსივობით გაგრძელდება

“ემიგრანტებთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ჩამონათვალია იმ არაერთი მასიური ღონისძიებების, რაც ჩვენმა სახელმწიფომ ჩაატარა ემიგრანტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან დაკავშირებით”, -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს და გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით. ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ემიგრანტების ჩამოყვანის საკითხზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და შესაბამისი რესურსების მობილიზება.

“ჩამოყვანის ყველა ფაქტია მოყვანილი და დაგეგმილი რეისებია გამოცხადებული, შესაბამისობაშია საკარანტინო რესურსებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია და შესაბამისი რესურსების მობილიზაცია და ჩამოყვანა არის სრულ შესაბამისობაში ერთმანეთთან, რათა ჩამოყვანილმა ხალხმა თავის თავს არ შეუქმნას საფრთხე და ასევე არ შეიქმნას ეს ქაოტური მდგომარეობა. ასე რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ვფიქრობ, არის უპრეცედენტო ჩვენი სახელმწიფოს შეძლების ფარგლებში და ეს შესაძლებლობები საკმაოდ გამოიხატა დადებითად ჩვენი დიასპორების წარმომადგენლების დახმარებაში ცალკეულ ქვეყნებში და ჩამონათვალი ამ ქვეყნებისა საკმაოდ ვრცელია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

წყარო: www.pia.ge

onalem

ტესტ