fbpx
ემიგრაცია

2019 წლის პირველ 9 თვეში უცხო ქვეყნებიდან 2,561 ქართველი დაადეპორტეს

2019 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 2,561 მოქალაქე დაადეპორტეს. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ თვეებში საზღვარი საერთო ჯამში 2,798,199-მა ქართველმა გადაკვეთა, საიდანაც მხოლოდ 2,755,540 დაბრუნდა უკან, ხოლო დანარჩენი 42,000 ჯერ კიდევ უცხოეთში რჩება.

2018 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს 29,237 მოქალაქე უკან აღარ დაბრუნებულა. 2018 წელს საქართველო 3,697,152-მა ქართველმა დატოვა და უკან მხოლოდ 3,667,915 დაბრუნდა.

გასულ წელს უცხო ქვეყნებიდან საერთო ჯამში 4,584 ქართველი დაადეპორტეს, მათი უმეტესობა თურქეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან გამოაძევეს.

onalem

ტესტ