fbpx
ემიგრაცია

მიხეილ ნინუას კომენტარი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და სპეციალურ რეისებზე

1 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18,033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 9,212.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა მადრიდი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 180 მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, საერთო ჯამში სხვადასხვა ქვეყნებში  საქართველოს 18.000-მდე მოქალაქეს გაეწია დახმარება. აქ იგულისხმება თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფა, ასევე, პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით, სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, გადაადგილების ხელშეწყობა, ქალაქიდან ქალაქსა თუ საზღვრიდან საზღვრამდე.
ნინუამ დიდი მადლობა გადაუხადა კოლეგებს, ელჩებსა და კონსულებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე მუშაობენ საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად უცხო ქვეყნებში.
უნდა აღინიშნოს, რომ 5 მაისს დაგეგმილია სპეციალური რეისი ათენი-თბილისი, რომელიც საბერძნეთში ქართველების სამშობლოში დაბრუნებას მოემსახურება.

onalem

ტესტ