fbpx
პოზიტივი

სინდაღმაზე, ექიმებისა და ექთნების საპატივცემულოდ, 1.500 ყვავილისგან დიდი გული გააკეთეს

სინდაღმაზე 1.500 ყვავილით შექმნილი გული დიდ ემოციებს აღძრავს. როგორც კოსტას ბაკოიანი თავის გვერდზე წერს, გული ეძღვნება სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ექთნებს და ყველას, ვინც საავადმყოფოებში მუშაობს და COVID-19-ს ებრძვის.

როგორც ცნობილია, ყვავილების გულს რამდენიმე დღეში “ევანგელისმოს” საავადმყოფოს პარკში გადაიტანენ.

“გვინდოდა გამოგვეხატა მადლიერება და პატივისცემა ექიმების, ექთნების და საავადმყოფოს თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც გარეთ არიან მაშინ, როცა ჩვენ სახლებში ვრჩებით. მათ მიმართ, ვინც იქცნენ კედლებად და ფარად, ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის,” წერს ათენის მერი.

onalem

ტესტ