fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელიც ყოველ კვირას 120-მდე ულუფა საჭმელს ამზადებს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

კირია კატინამ, რომელიც ტინოსიდან არის, კუნძულის მასპინძლის სახელი შეიძინა და ის სრულიად უანგაროდ, ყოველი კვირის მანზილზე 120-მდე ულუფა კერძს ამზადებს. რატომ?! იმიტომ, რომ მისი ცხოვრებისეული მისიაა საბერძნეთის მასშტაბით არავინ დარჩეს მშიერი. და მან თავისი მისიის შესრულება კუნძულიდან დაიწყო.

ქალბატონი კატინა ტინოსზე 2013 წელს ჩავიდა, რათა პანაგიას მონასტერი მოელოცა და სწორედ ამის შემდეგ გახდა მჭიდროდ დაკავშირებული ადგილობრივ საზოგადოებასთან და გადაწყვიტა ეზრუნა მათზე. მან დაიწყო კერძების მომზადება მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება მიირთვას თბილ სახლში. და ასე გახდა კუნძული ტინოსიც მისი სახლი.

თავდაპირველად კუნძულზე ახლად ჩასულ კირია კატინას ყოველდღიურად მეზობლები და მეგობრები აძლევდნენ საკვებს და მან არც კი იცოდა რა მოეხერხებინა ამდენი პროდუქტისთვის. მაშინ გადაწყვიტა, რომ ის გაეზიარებინა გაჭირვებული ხალხისთვის და ასე შეიქმნა “ტინოსის საზოგადოებრივი სამზარეულო”.

ადგილობრივებისთვის კატინას სახელი ანგელოზთანაც ასოცირდება. ისინი ეხმარებიან მას კეთილი საქმის კეთებაში და ხშირად ამარაგებენ თევზით, კვერცხით, რძით, რათა მოამზადოს საკმარისი რაოდენობის კერძები და გაუმასპინძლდეს ყველას, ვისაც უბრალოდ შია.

onalem

ტესტ