fbpx
საბერძნეთი

ათენი: ორშაბათიდან 300 კონტროლიორი ტრანსპორტში ნიღბებს შეამოწმებს

ΟΑΣΑ-ს ხელმძღვანელის, ნიკოს ათანასოპულოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ათენის მეტროსადგურებში 300 სპეციალურად გადამზადებული თანამშრომელი იწყებს მუშაობას. ისინი იქნებიან ე.წ. მგზავრთა დამხმარეები და ამავდროულად განახორციელებენ შემოწმებას.

როგორც უკვე ცნობილია, მგზავრებისთვის სავალდებულოა ნიღბის ტარება და თუკი საჯარო ტრანსპორტში ნიღბის გარეშე აღმოჩნდებით, ახალი კონტროლიორები 150 ევროთი დაგაჯარიმებენ.

გარდა ამისა, მგზავრთა დამხმარეები გააკონტროლებენ დისატანციას მათ შორის და გასცემენ მითითებებს, რომ ყველამ უსაფრთხოდ მგზავრობა შეძლოს.

აღნიშნული სიახლე 372.000 ევროთი დაფინანსდა და ორშაბათიდან ამოქმედდება.

onalem

ტესტ