fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

ყურადღება! რა საათებში მოვერიდოთ საჯარო ტრანსპორტს? ΕΟΔΥ-ის რეკომენდაციები

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს. მათი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ეხება საჯარო ტრანსპორტს, რომელიც 4 მაისის შემდეგ კორონავირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ადგილად სახელდება.

კერძოდ, ΕΟΔΥ-ს მითითებები ასეთია:

  • არავითარ შემთხვევაში არ ვმგზავრობ საჯარო ტრანსპორტით, თუ მახველებს, მაქვს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, შემცივნება, ზოგადი სისუსტე.
  • ვცდილობ მაქსიმალური (2 მეტრიანი) დისტანცია შევინარჩუნო სხვა მგზავრებისგან, როდესაც ვყიდულობ ბილეთს, ხოლო მგზავრობისას მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია.
  • აუცილებლად ვატარებ ნიღაბს მთელი მგზავრობის მანძილზე.
  • მაქვს ანტისეპტიკური საშუალება, რომელსაც ხელებზე ვისხამ ტრანსპორტის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. თუ არ მაქვს, ვეძებ თავად ტრანსპორტის ტერიტორიაზე, მაგალითად მეტროსადგურში, სადაც მათი განთავსება მოხდება.
  • როდესაც შევდივარ სახლში ან სამსახურში, ხელებს აუცილებლად საპნით ვიბან ან ვიმუშავებ ანტისეპტიკური საშუალებით.
  • ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენო საჯარო ტრანსპორტი. თუ დანიშნულების ადგილი ახლოს არის, ვამჯობინებ გადავაადგილდე ფეხით. ერთი მანქანის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ერთ სახლში მცხოვრები ხალხისთვის.
  • განსაკუთრებით ვერიდები საჯარო ტრანსპორტის გამოყენებას შემდეგ საათებში: 07:00-დან 10:00-მდე და 13:00-დან 17:00-მდე. თუ მაინც და მაინც ამ საათებში არ ვამთავრებ მუშაობას.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსპორტის თანამშრომლები აღიჭურვებიან ნიღბებითა და ხელთათმანებით, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობაც. ორშაბათიდან 45 მეტროსადგურში განლაგდებიან ე.წ. “მგზავრთა დამხმარეები”, რომლებიც მათ მისცემენ ინსტურქციებს და თავიდან აირიდებენ გადატვირთულობას ვაგონებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ათენში ავტობუსების რაოდენობა 550-დან 1.000-მდე გაიზრდება და ასევე გახშირდება მათი მოძრაობა. შესაბამისად, მოსახლეობა შეძლებს ზემოთ აღნიშნული რამდენიმე წესის დაცვას.

ასევე, საჯარო ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება და მისი გამოუყენებლობა დაჯარიმდება 150 ევროთი.

 

onalem

ტესტ