fbpx
პოზიტივი

ათენში წითელი ურნების რაოდენობა, რომლებიც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვისაა განკუთვნილი, იზრდება

ათენის მუნიციპალიტეტი ქალაქში წითელი ურნების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

კერძოდ, წითელი ურნები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოსახლეობამ იქ არასასურველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაყაროს, რომლებიც შემდეგ გადამუშავდება. მათი რიცხვი უახლოეს მომავალში 30%-ით უნდა გაიზარდოს.

რამდენიმე დღეში 50 ურნა განაწილდება ათენის უბნებში, ამ დროისთვის კი მხოლოდ 165 დგას. სულ მალე იგეგმება, რომ ეს რიცხვი 250-მდე გაიზარდოს.

ათენის მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ნივთების გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მოხდეს მეორეადი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გადაყრა, არამედ მათი გადამუშავება. ეს ყველაფერი კი ქალაქის მაცხოვრებლების და ვიზიტორებისთვის ჯანსაღი და ჯანმრთელი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

აღნიშნულ ურნაში შეგიძლიათ ჩაყაროთ:

სუფთა ტანსაცმელი (ქალის, მამაკაცის, ბავშვის)

წყვილი ფეხსაცმელი (ქალის, მამაკაცის, ბავშვის)

აქსესუარები (ქამრები, ჩანთები და ა.შ.)

onalem

ტესტ