fbpx
საბერძნეთი

4-დან 6 სექტემბრამდე უამინდობის ძლიერი ტალღა საბერძნეთში – სად იქნება ფენომენი ყველაზე სახიფათო?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური უამინდობის ძლიერი ტალღის შესახებ იუწყება, რომელიც დღეიდან აქტიურდება და სამი დღის მანძილზე მოიტანს ძლიერი წვიმას, ქარს და პრობლემებს, რომელთა შესახებაც მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს.

ფენომენი აქტიურდება თავდაპირველად ჩრდილო-დასავლეთით და ნელ-ნელა გავრცელდება მთელ საბერძნეთში. სამოქალაქო დაცვის მექანიზმი სრულ მზაყოფნაშია, რომ მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მოსალოდნელი ვითარების შესახებ და გასცენ მითითებები, თუ როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუკი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება.

უამინდობის ფენომენი, როგორც მეტეოროლოგები აცხადებენ, ყველაზე ძლიერი იქნება შემდეგ ტერიტორიებზე:

პიერია

აღმოსავლეთ იპირო

თესალია

ცენტრალური და ჩრდილოეთ ევია

სპორადესის კუნძულები

ჩრდილო-აღმოსავლეთ პელოპონისო

ჩრდილო-დასავლეთ პელოპონისო.

 

onalem

ტესტ