fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ატიკა: ცნობილ ბიზნესმენს სახლში შეეჭრნენ, დააბეს, შემდეგ კი გაქურდეს

ატიკის რეგიონში ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენს თავს ჯერჯერობით უცნობი პირები დაესხნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი სწორედ რეგიონის ჩრდილოეთით მოქმედებს და მათი შემდეგი მსხვერპლი ბიზნესმენი აღმოჩნდა.

ისინი სახლში შეიჭრნენ, მამაკაცი დააბეს და წაიღეს ყველაფერი, რისი პოვნაც შეძლეს: თანხა და ძვირფასეულობა.

ძარცვის მომენტში ბიზნესმენი სახლში მარტო იმყოფებოდა. ჩანს, რომ მძარცველებს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. მათ მუქარის ფონზე ათქმევინეს, თუ სად ინახავდა ფულს.

“ნადავლის” შეგროვების შემდგომ ისინი სწრაფად გაუჩინარდნენ.

დაბმულმა მამაკაცმა მოგვიანებით შეძლო თავი გაეთავისუფლებინა და პოლიცია გამოიძახა.

ოფიცრები კრიმინალების ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

onalem

ტესტ