fbpx
ემიგრაცია

როგორც ცდილობენ ემიგრანტები “ასილოს” აღების დაჩქარებას – ისინი პოლიციისგან დაკავებას ითხოვენ

დაახლოებით 20 ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში არალეგალურად შემოვიდა და ცხადია, არ გააჩნია ცხოვრების და მუშაობის უფლება, “ასილოს” ანუ თავშესაფრის საბუთის აღების დაჩქარების მიზნით, პოლიციას ნებით ჩაბარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის ცენტრში, თეთრ კოშკთან არსებულ განყოფილებაში ახალგაზრდა ქურთები მივიდნენ და პოლიციას სთხოვდნენ, რომ ისინი დაეპატიმრებინათ.

პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, ისინი, დაკავების ნაცვლად, ყველა ერთად მიგრანტთა ბანაკში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საბუთების გამო უცხოელი მიგრანტები პოლიციაში ჩაბარებას ცდილობენ, სწორედ ამიტომ გეგმა არ გამოუვიდათ.

რამდენიმე ხნის წინ არისტოტელეს მოედანზე 100-ზე მეტი ქურთი იყო დაბანაკებული, იგივე მოთხოვნით.

onalem

ტესტ