fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი – მომდევნო დღეებში 40 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება

ევროპას მიმდინარე დღეებში გვალვის ტალღა დაატყდა თავს, როცა პარალელურად საბერძნეთში ჯერ კიდევ წვიმა და უმეტესად მოღრუბლული ამინდი ფიქსირდებოდა. თუმცა, როგორც სინოპტიკოსი იანის კალიანოსი ამბობს, შაბათ-კვირას და შემდეგ ორშაბათს ქვეყანაში ძალიან მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

მისი თქმით, შაბათისთვის ჰაერი 37 გრადუსამდე გათბება, კვირას კი 39 გრადუსი იქნება უმეტეს ტერიტორიებზე, მათ შორის ატიკაშიც. ხოლო ორშაბათს ყველაზე რთული დღეა მოსალოდნელი, რადგან ტემპერატურამ 40 გრადუსსაც კი შეიძლება გადააჭარბოს თესალიაში.

სამშაბათიდან ტემპერატურა შედარებით დასტაბილურდება, მაგრამ მკვეთრი ვარდნა ნავარაუდევი არ არის.

როგორც კალიანოსი ამბობს, საბერძნეთი ევროპის გვალვას გადაურჩა, რადგან დანარჩენ ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა.

 

onalem

ტესტ