fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბიჭი, რომელმაც 27 წლის შემდეგ საბერძნეთში იპოვა დედა, რომელსაც ის გარდაცვლილი ეგონა

სტავროპოლის მცხოვრებმა ივან ჩეკულაევმა 27 წლის შემდეგ ბიოლოგიური დედა საბერძნეთში იპოვა. ეს არის ისტორია, ბედნიერი დასასრულით.

თუმცა, გულისამაჩუყებელი სცენის მიღმა კიდევ ერთი ქალბატონი, ივანის აღმზრდელი დედა, ვერა ივანოვა დგას, რომლისთვისაც აღნიშნულ ფაქტს სიხარული ნამდვილად არ მოუტანია.

ივანის ცხოვრება 2016 წლის ზამთარში ორად გაიყო – ”იქამდე” და ”მას შემდეგ.” იქამდე იყო თბილი მშობლები, ოჯახური გარემო, ქაბაბი ბუნებაში, ხუმრობები და გართობა. ხოლო შემდეგ, უცნაური სიცივე, რომელიც სიტყვებმა: ”შენ ჩვენი ნამდვილი შვილი არ ხარ”, მოიტანა.

”მე ოთახიდან გავედი და კარი გავიხურე. დედაჩემი ტიროდა. ამ დროს 27 წლის ვიყავი, დიდი და დამოუკიდებელი მამაკაცი, ვცხოვრობდი და არასოდეს მიფიქრია, რომ თურმე, ისინი ჩემი მშობლები არ იყვნენ. ზოგჯერ ვხუმრობდი, მე არ მომწონს ჩემი მშობლები, თუმცა, ისინი ამაზე არ იცინოდნენ. ცოტა ხანს სხვა ოთახში ვიჯექი და ვფიქრობდი. შემდეგ დედაჩემთან დავბრუნდი და მომტირალს ვუთხარი, რომ ჩემთვის არაფერი შეცვლილიყო და ის ყოველთვის დედაჩემი იქნებოდა,” იხსენებს ივანი.

ივანის დედა, ოლგა

ოლგა ახალგაზრდობაში საყვარელი მამაკაცისგან დაორსულდა, თუმცა, როცა მან ამის შესახებ გაიგო, გოგონა მიატოვა. ოლგას ბავშვის დატოვება სურდა, თუმცა, მისი მკაცრი მშობლები ამის წინააღმდეგი იყვნენ. 7 თვეში გოგონას ხელოვნური მშობიარობა დასჭირდა და ივანი ძალიან სუსტი დაიბადა. ამის გამო ინკუბატორში მოათავსეს. რამდენიმე დღის შემდეგ ოლგას სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. ის ყურებს არ უჯერებდა და შვილის გვამის ნახვას ითხოვდა. თუმცა, ამის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით ოლგა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი შეთქმულება იყო… მისი მშობლებისა და საავადმყოფოს პერსონალის შეთანხმება.

ცოტა ხნის შემდეგ, ოლგა ოჯახთან ერთად საბერძნეთში გადმოვიდა და ბერძენ მამაკაცზე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. თუმცა, პირველ შვილზე ფიქრი არ ასვენებდა და ღამეებს ათენებდა. შედეგად, მან გამოძიება წამოიწყო, რომელიც 27 წელი გაგრძელდა.

შეხვედრა

იმ დღეს, როდესაც ივანმა სიმართლე გაიგო, გადაწყვიტა, ბიოლოგიური დედა მოეძებნა. შესაძლოა, დედას ურთიერთობა არ მოენდომებინა, მაგრამ არ დარდობდა, მისი მთავარი მიზანი იყო ის, რომ უბრალოდ გაეგო, თუ სად იყო მისი ფესვები. ის ეძებდა ყველგან, საბოლოოდ კი, 2016 წლის 16 თებერვალს ის წააწყდა განცხადებას ერთ-ერთ საძიებო გაზეთში: ”მე, ოლგა, საბერძნეთის მოქალაქე, ვეძებ ბიჭს, რომელიც დაიბადა 1988 წელს, სტავროპოლის ტერიტორიაზე.”ივანმა მას მისწერა: ”მე გიპოვე შენ.”

ისინი მთელი წლის მანძილზე ვერ ახერხებდნენ შეხვედრას, რადგან ივანი სწავლობდა, ხოლო ოლგა ამ დროისთვის ქმართან განქორწინდა და უკვე გაზრდილ შვილებთან ერთად გერმანიაში წავიდა. საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, ერთმანეთს ბერძნული პროგრამის საშუალებით შეხვედროდნენ, რომელიც მათ ფრენებსაც დააფინანსებდა. 

ისინი ათენში ჩამოვიდნენ და შეხვედნენ. ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ეხუტებოდნენ, ტიროდნენ და სიხარულისგან იცინოდნენ. ხელჩაკიდებულნი სეირნობდნენ ათენის ქუჩებში და ეს ყველაფერი იყო ისეთი, თითქოს განშორების 27 წელი არასოდეს არსებულა და ისინი ყოველთვის ასე იყვნენ. ოლგამ თავისი ბერძნული ოჯახი გააცნო ივანს, რომელიც ბევრ ნათესავს არც კი ახსოვდა.

კონფლიქტი

ამ ყველაფრის ფონზე ივანის აღმზრდელი დედა, ვერა ივანოვა ადგილს ვერ პოულობდა. ის ეჭვიანობდა, ფქრობდა, ნამდვილად ეყვარებოდა თუ არა ქალს ივანი. ან რატომ უნდა ყოფილიყო მასთან, ის მხოლოდ მას ეკუთვნოდა. თავდაპირველად ვერას მოეწონა ოლგა, თუმცა, შემდეგ ბრაზობდა ორივე მათგანზე და ფიქრობდა, რომ შვილმა მას უღალატა.

ახლა ივანი კრასნოდარში ცხოვრობს და აღმზრდელ დედასთან მუდმივად აქვს კონტაქტი. ის ვერა ივანოვნას გაზეთის საშუალებით სწერს:

”როგორ შემიძლია დაგივიწყო, შენ ისევ დედაჩემი ხარ, რომელმაც ბევრი რამ მომცა. მე არ მიმიტოვებიხარ, ნუ იტირებ. მე ახლა ორი დედა მყავს. შენ მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ. გახსოვს, როცა 12 წლის ვიყავი, შენთვის დაბადების დღე უნდა მომელოცა, დავჯექი და ვფიქრობდი ბავშვი ვიყავი თუ უკვე კაცი, შემეძლო მეყიდა შენთვის ყვავილები? თუმცა, ფული არ მქონდა. მაშინ სპილენძი ჩავაბარე და იმ ფულით შენთვის სუნამო და წითელი მიხაკები ვიყიდე. გახსოვს, დედა? მე კარგად მახსოვს და შენც უნდა გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ!”

onalem

ტესტ