fbpx
საზოგადოება

“ვინც კორონავირუსი გადაიტანა და გაკეთებული აქვს ვაქცინის 1 დოზა ითვლება სრულად ვაქცინირებლად” – სტელიოს პეცას

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანები, რომელთაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის პირველი დოზა და გადაიტანეს კორონავირუსი, ითვლებიან სრულად ვაქცინირებულად.

“როდესაც ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა გვაქვს, არ შეგვიძლია, რომ ვისაუბროთ ვაქცინირებული ადამიანების სარგებელზე, რადგან ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. როდესაც ვაქცინების რაოდენობა, რომელიც გვექნება, ხალხის რაოდენობაზე მეტი იქნება, მაშინ შეგვიძლია ამ საკითხების განხილვა და იარსებებს წახალისებები, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ მოტივი, გაიკეთონ ვაქცინა.

ისინი, ვისაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის პირველი დოზა და გადაიტანეს კორონავირუსი, ითვლებიან სრულად ვაქცინირებულად, ვინაიდან აქვთ ანტისხეულების საჭირო რაოდენობა.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან ახლოს ვართ SMS-ების გაუქმებასთან. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ სოციალურ შეკრებებს. 

თვის ბოლომდე გადაჭრილი იქნება ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება თვითტესტირებას, ეს ახლა ჩვენი უმნიშვნელოვანესი იარაღია,” განაცხადა პეცამ.

onalem

ტესტ