fbpx
საბერძნეთი

პარასკევიდან თავისუფლება საბერძნეთში – გადაწყვეტილებები დღეს გამოცხადდება

როგორც ჩანს, პარასკევიდან საბერძნეთში ჩვენი ცხოვრება კვლავ იცვლება. დღეს ექსპერტთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს და განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: SMS-ების გაგზავნის ვალდებულების გაუქმება, გადაადგილების დაშვება რეგიონებს შორის. გადაადგილებაზე აკრძალვის საათების გახანგრძლივება და ასევე, კაფეებისა და ტავერნების მუშაობის გრაფიკის გაზრდა.

საბერძნეთის მთავრობა და ექსპერტები თვლიან, რომ ვაქცინაციის პროცესის აქტიურობასთან ერთად უკვე შესაძლებელია, რომ ვისაუბროთ გარკვეულ თავისუფლებაზე, ვინაიდან პანდემიასთან საბრძოლველად დაგვემატა ისეთი იარაღიც, როგორიცაა თვითტესტირება.

მოსალოდნელია, რომ SMS-ების გაუქმებასთან ერთად, ასევე გაუქმდეს მაღაზიებში ვიზიტის დანიშვნის ვალდებულება და მოსახლეობას პირდაპირ შეეძლება სავაჭროდ წასვლა.

გარდა ამ ყველაფრისა, საბჭო განიხილავს საკითხს, თუ ვისთვის გახდება სავალდებულო სწრაფი ტესტების გაკეთება.

რესტორნებისა და ტავერნების სამუშაო გრაფიკი შესაძლოა გაიზარდოს და მათ ჰქონეთ 00:15 საათამდე მუშაობის უფლება, ხოლო გადაადგილებაზე აკრძალვამ იმოქმედოს 00:30 საათამდე.

დღეს საღამოს ნიკოს ხარდალიასი საბოლოო გადაწყვეტილებებს გვამცნობს.

onalem

ტესტ