fbpx
საბერძნეთი

“იცით, რომ ვაქცინა მიოკარდიტს იწვევს? უსაფრთხოების გარანტია არ გაქვთ! რატომ მოხვედით?” – ბერძენი ექიმი ვაქცინაციის ცენტრში ხალხს აშინებდა

ლამიას ვაქცინაციის ცენტრში მისული ადამიანები, რომელთაც ვიზიტი ჰქონდათ დანიშნული, ყურებს არ უჯერებდნენ, როდესაც მათ ადგილზე მყოფმა ექიმმა ვაქცინის მავნებლობაზე დაუწყო საუბარი.

ირკვევა, რომ ექიმი, რომელიც მორიგე იყო და ხალხის მონაცემებს ავსებდა, ვიდრე ვაქცინას გაიკეთებდნენ, მათ ეუბნებოდა შემდეგ სიტყვებს: “რა იცით, რომ ვაქცინა Pfizer-ის არის? ვინ დაგარწმუნათ ამაში? იცით, რომ ეს წამალი მიოკარდიტს იწვევს? იცით, რომ დიდი რისკის ქვეშ ხართ?! ვაქცინის გაკეთების დროს არავინ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, ხელი უნდა მოაწეროთ თანხმობას, რატომ მოხვედით საერთოდ?! ნუ უსმენთ, რასაც სხვები ამბობენ.”

ექიმის მსგავსმა საუბარმა დიდი აღელვება გამოიწვია ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანებში, ზოგმა ოჯახში დარეკვა დაიწყო, ერთი ქალბატონი კი იმდენად ცუდად გახდა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა, საბოლოოდ ის შვილიშვილმა სახლში წაიყვანა და საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.

სულ მალე ადგილზე ლამიას საავადმყოფოს დირექტორი მივიდა და სიტუაცია დაასტაბილურა, ექიმს კი იქაურობა დაატოვებინეს.

ირკვევა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კონკრეტულმა ექიმმა მსგავსი საქციელი გამოავლინა, თუმცა, წინა შემთხვევაში ასეთი დაძაბულობა არ მოჰყოლია.

საბოლოოდ, ვაქცინაციის ცენტრში აცრის პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგა.

 

 

onalem

ტესტ