fbpx
საბერძნეთი

უბრალო საუზმე 42,50 ევროდ სანტორინზე – ბერძენი ექიმი ფასების შესახებ ჩივის

მიკონოს პარალელურად, სანტორინზე არსებული მდგომარეობის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი საჩივარი ვრცელდება ტურისტების მხრიდან.

როგორც ირკვევა, ბერძენმა ექიმმა, რომელიც კუნძულზე რამდენიმე დღით იმყოფება, უბრალო ცივ ყავაში, რომელიც ნესკაფეთი მზადდება, 12 ევრო გადაიხადა, ხოლო ცივი ესპრესო 6,50 ევრო დაუჯდა.

“შეიძლება 12 ევრო იმის გამოც ღირდა, რომ ყავაში შაქრის ნაცვლად, ნაყინი ჩადეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თანხა მაინც ზედმეტად გადაჭარბებულია,” ამბობს ის.

ამას გარდა, ქვითარში წერია, რომ 12 ევრო მან გადაიხადა იუგურტში და კიდევ 12 ერთ ტოსტში, ჯამში კი, არც თუ ისე მდიდრული საუზმე 42,50 ევრო დაუჯდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მიკონოს ბარ-რესტორანში დაფიქსირდა. ტურისტების თქმით, DK Oyster-ში 1,400 ევრო გადაიხადეს კალამარებსა და მაკარონში, რომელიც არც კი იჭმეოდა.

შეფასებები თქვენთვის მოგვინდია…

onalem

ტესტ