fbpx
საზოგადოება

“შეიძლება 89 წლის ვარ და ხვალ მოვკვდე, მაგრამ სამომავლო გეგმებს მაინც ვაწყობ” – ვეფა ალექსიადუ

ცნობილმა მზარეულმა კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა, რომელშიც დიდი ოპტიმიზმით გამოირჩევა და ამბობს, რომ სანამ ცოცხალია, უკეთეს ხვალინდელ დღეზე ყოველთვის იოცნებებს.

“მიუხედავად იმისა, რომ 89 წლის ვარ და შეიძლება ხვალ მოვკვდე, ჯერ კიდევ ვაწყობ გეგმებს. ვმუშაობ, რადგან ჩემი საქმე არის საუკეთესო წამალი, რომ ყურადღება გადავიტანო. მაქვს ჩემი ონლაინ მაღაზია, შეკვეთები, ჩემი წიგნები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მიდის, ამ ყველაფრით ვარ დაკავებული.

ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში, მეუღლესთან ერთად, ხელიხელ ჩაკიდებულმა მთელი მსოფლიო მოვიარე. კერძები მომზადებული მაქვს უთვალავი ადამიანისთვის, განმიცდია უზომო ბედნიერება და უზომო ტკივილი. არ ვფიქრობ სიკვდილზე, როცა მოვა, მოვა. ძალიან მშვიდად ვხვდები ამ ფაქტს. ცხოვრება ყოველთვის გაგრძელდება,” ამბობს ალექსიადუ.

 

onalem

ტესტ