fbpx
კატეგორიის გარეშე

თესალონიკში დღისით, მზისით, ეგზორციზმის რიტუალები ჩაატარეს

დაუჯერებელია, მაგრამ რეალობაა – თესალონიკის ცენტრში, არისტოტელუზე ეგზორციზმის რიტუალებს ატარებენ.

როგორც ირკვევა, რიტუალები ივლისსა და აგვისტოში, კვირა დღეებში ჩატარდა, ამ ყველაფერს კი, თან ახლავს დიდი ეკრანი, რომელზეც ასევე ეგზორციზმის პროცესს აჩვენებენ.

ნანახით შეშფოთებულმა მოქალაქეებმა მერიაში დარეკეს, სადაც განაცხადეს, რომ არანაირი უფლება არ გაუციათ, რომ მსგავსი რიტუალები ჩატარდეს.

მიუხედავად ამისა, როგორც ცნობილი გახდა, სექტემბრის თვეში კიდევ ოთხი რიტუალის ჩატარებაა დაგეგმილი.