fbpx
საბერძნეთი

შემოდგომიდან ვაქცინაციის სერთიფიკატები საბერძნეთში კვლავ ამოქმედდება?! – რას ამბობს მინა გაგა?

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მინა გაგამ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან სექტემბრიდან ქვეყანაში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ისაუბრა და განმარტა, დაგვჭირდება თუ არა კვლავ ვაქცინაციის სერთიფიკატები.

ზამთარი წინ არის და ფაქტია, რომ კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არ მიდის, როგორც ჩვენ ვგეგმავთ და გვგონია. მიუხედავად ყველაფრისა, მეტნაკლებად, ვფიქრობთ, რომ ამიერიდან მდგომარეობა გაცილებით მსუბუქი იქნება.

მომდევნო დღეებში საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო გადაწყვეტს, როგორ გაიხსნება სკოლები და როგორი სახით იფუნქციონირებენ ისინი. ახლა კოვიდის გავრცელების ახალი ტალღა შედარებით სუსტია, ვიდრე 1 თვის წინ იყო. ეს ნიშნავს, რომ არც ტურიზმს აქვს დიდი ნეგატიური გავლენა.

ვფიქრობ, რომ ამიერიდან კორონავირუსი გადაიქცევა ერთ ჩვეულებრივ გრიპად, ასე ჩანს, საერთაშორისო მასშტაბით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკოლებში პირბადეები დაგვჭირდეს, ასევე, არ მგონია, რომ აღარ დაგვჭირდება ვაქცინაციის სერტიფიკატები” – ამბობს პროფესორი.

ამრიგად, შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატები დავიწყებას საბოლოოდ მიეცეს, საკმაოდ დიდია.

onalem

ტესტ