fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთმა დასასვენებლად ჩამოსული რუსი ოლიგარქი ქვეყანაში არ შემოუშვა – მისი კერძო თვითმფრინავი დაუყოვნებლივ გააძევეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოლიგარქისა და მისი ოჯახის საბერძნეთში “შემოღწევის” მცდელობა კრახით დასრულდა.

როგორც ირკვევა, გუშინ შუადღისას რუსი ოლიგარქი, კერძო თვითმფრინავით, თავის ოჯახთან ერთად, საბერძნეთის ერთ-ერთ მდიდრულ კურორტზე ცდილობდა შესვლას. საუბარია კრეტაზე, კერძოდ, ელუნდას ტერიტორიაზე, სადაც რუსებმა მოისურვეს ზაფხულის ბოლო დღეების გატარება. ისინი ირაკლიოს აეროპორტში დაეშვნენ, სადაც პასპორტების კონტროლის გავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსი ოლიგარქი და მისი ოჯახის ყველა ელიტარული წევრი იმ ადამიანთა სიაში შედიან, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით შესვლა აკრძალული აქვთ და არასასურველი სტუმრების სტატუსი აქვთ.

არსებული ცნობებით, მაშინვე აცნობეს როგორც პოლიციას, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და დაუყოვნებლივ, ყველა კანონის დაცვით განხორციელდა თვითმფრინავის საბერძნეთის და საერთოდ, ევროკავშირის ზონიდან გაძევების პროცესი.

 

onalem

ტესტ