fbpx
საზოგადოება

ნახევარი ჰამბურგერი და რძიანი კოქტეილი, რომელმაც 19 წლის თალია სიკვდილამდე მიიყვანა – საბედისწერო სადილი მეზღვაურისთვის

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა პრაქტიკანტი მეზღვაურის გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. საუბარია 19 წლის გოგონაზე, სახელად თალია, რომელიც ტუნისში სწრაფი კვების ობიექტში მირთმეული საკვებით მოიწამლა.

როგორც ირკვევა, თალიამ და კიდევ ერთმა მისმა კოლეგამ სწრაფი კვების ობიექტში ერთი ჰამბურგერი და რძის ორი კოქტეილი (მილქშეიქი) იყიდეს, ჰამბურგერი ორად გაყვეს და ყველაფერი ერთნაირად მიირთვეს. ორივე გოგონამ რამდენიმე ხანში მოწამვლის სიმპტომები გამოავლინა, მაგრამ მეორე მათგანს ორ დღეში გაუარა ავადმყოფობამ, თალია კი, ვინაიდან მისი მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა, იტალიაში, ნეაპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონას ფეხებზე აშკარა შეშუპება აღენიშნებოდა, რამდენიმე საათში მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ხვალისთვის დაგეგმილია ექსპერტიზა, რომ მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზები დადგინდეს, შემდეგ კი, ცხედარს ლარისაში გადმოასვენებენ, სადაც ოთხშაბათს დაკრძალავენ.

აღსანიშნავია, იმ დროისთვის იტალიაში მკურნალობდნენ კიდევ 15 ადამიანს, რომელიც ტუნისში საზღვაო მოგზაურობის დროს მოიწამლა.

onalem

ტესტ