fbpx
საზოგადოება

მიკონოსის პრესტიჟულმა სასტუმრომ 17.000 ევროს ჩეკები არ გამოწერა

გადასახადებისგან თავის არიდება ბერძნული ბიზნესის ერთგვარ ჰობად იქცა. 1 ივლისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დაგეგმილია 50.500 შემოწმება, თუმცა, თაღლითობის ფაქტები მიმდინარე თვეშიც გამოაშკარავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკონოსის პრესტიჟული სასტუმროს ხელმძღვანელობა მალავს, რომ უკვე ათობით ჯავშანი აქვს მიღებული ონლაინ პლატფორმის საშუალებით, თუმცა, ჩეკები არცერთ მათგანზე არ აქვთ მოჭრილი. როგორც ცნობილი გახდა, მათ 17.000 ევრო “დაზოგეს”.

საგადასახადო კონტროლის სააგენტო შემოწმებას მთელ ეგეოსის ზღვაზე ახორციელებს. მიკონოსის გარდა, ისინი ეწვევიან პატმოსს, როდოსს, კრეტას, სპეცესს, ჰიდრას, პორტო ხელის, სკიათოსს და ალონისოსს.

 

onalem

ტესტ