fbpx
საბერძნეთი

“ომონიაზე დანა ვიყიდე და მოვკალი. არ ვნანობ! 20.000 ევრო ჰქონდა ჩემი ვალი, ქმარს ეხმარებოდა ამ ფულით” – მკვლელობა კიფსელზე

გუშინ შუადღეს ათენის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ, კიფსელზე, ბანგლადეშის 40 წლის მოქალაქემ 36 წლის ქალი მოკლა. ეს ყველაფერი ქუჩაში მოდა, დანის გამოყენებით და როგორც ირკვევა, ქალის გარდაცვალება მუცელში მიყენებულმა მძიმე ჭრილობამ გამოიწვია.

ვრცელდება ცნობები, თუ რა ურთიერთობა იყო მკვლელსა და მსხვერპლს შორის და რა გახდა დანაშაულის მიზეზი. როგორც 40 წლის მამაკაცი ამბობს, ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 36 წლის ქალი, ასევე ბანგლადეშელი, სხვა მამაკაცზე იყო დაქორწინებული. დამნაშავის თქმით, ქალი მუდმივად თანხას სთხოვდა და დაახლოებით 20.000 ევრო ჰქონდა ვალი. ფულით, რომელსაც მას ართმევდა, საკუთარ ქმარს ეხმარებოდა, რომელიც, როგორც ამბობდა, უმუშევარი იყო.

დაკავებული ცალსახად აცხადებს, რომ ჩადენილს არ ნანობს, რადგან თვლის, რომ ქალმა მას მოატყუა, თანხა გამოსძალა და ბოლოს დაშორება სთხოვა. სწორედ მას შემდეგ, რაც დაშორების სურვილი გამოთქვა, ომონიაზე წავიდა, დანა იყიდა და ჭრილობები მიაყენა, შურისძიების მიზნით.

onalem

ტესტ