fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მღვდელი ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელსაც მის ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა არტაში მოხდა, სადაც სასულიერო პირი და კიდევ ორი მამაკაცი, ფიზიკური დაპირისპირების გამო, პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ მღვდელს მეუღლე დაშორდა და 4 შვილთან ერთად სახლიდან წავიდა. რამდენიმე ხანში მან სხვა მამაკაცთან დაიწყო ურთიერთობა, რასაც, როგორც ჩანს, სასულიერო პირი ვერ ეგუებოდა. მან ითხოვა შეხვედროდა 57 წლის მამაკაცს, რომელსაც მის ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა.

მედია იუწყება, რომ შეხვედრაზე თავდაპირველად უბრალოდ საუბრობდნენ, თუმცა, სიტუაცია მალე დაიძაბა და ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში მონაწილეობდა კიდევ ერთი მამაკაცი, 41 წლის, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა და 57 წლის მამაკაცს დაუჭირა მხარი, აქედან გამომდინარე, ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა.

არტას ეპარქია შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილე მღვდელი მათ ეპარქიას არ ეკუთვნის, ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვენ, რომ ჩატარდეს სამართლიანი გამოძიება და დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

onalem

ტესტ