fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალს 5 თვის მანძილზე მუცელში 13 სანტიმეტრიანი საგანი ჰქონდა, რომლის ამოღებაც ექიმებს ოპერაციისას დაავიწყდათ

გუშინ, 10 აპრილს, საბერძნეთში, კერძოდ, თესალონიკში, ორი ქირურგ-გინეკოლოგი და 1 ექთანი სამედიცინო შეცდომისთვის გაასამართლეს. მათგან პირველ ორს 14 და 11 თვიანი პატიმრობა, ხოლო ექთანს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც ირკვევა, მედიკოსებს 59 წლის ქალის მუცელში ლითონის საგანი ჩარჩათ, ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივად გაკერეს და 13 სანტიმეტრიან საგანს ქალი 5 თვის მანძილზე ატარებდა მუცლით. თავისი შოკისმომგვრელი თავგადასავლის შესახებ ქალი თავად ჰყვება:

“2018 წლის მარტამდე არანაირი პრობლემა არ შემქმნია, რუტინულ შემოწმებაზე მივედი და ექოსკოპიის გადაღების შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვერცხეებზე კისტები მქონდა. შესაბამისად, დაინიშნა ოპერაცია, რომ ისინი მომეშორებინა. მივედი გინეკოლოგთან, რომელსაც 15-20 წელი ვიცნობდი, ამიტომ არანაირი ეჭვი არ შემპარვია. ისიც მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა, რადგან ასეთი ოპერაციები ყოველდღიურად კეთდებოდა.

მიუხედავად ამისა, ოპერაციის შემდეგ ტკივილები მაწუხებდა და როდესაც ვურეკავდი, რომ მეკითხა მიზეზი, მეუბნებოდა, რომ ლოგიკური იყო ოპერაციის შემდგომ ასეთი ტკივილები მქონოდა და მალე გაივლიდა. 15 დღის შემდეგ ნაკერების მოსახსნელად მივედი და ისევ მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა.

მაგრამ 5 თვის შემდეგ მდგომარეობა იმდენად დამიმძიმდა, რომ სასწრაფოდ გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მუცელში 13 სანტიმეტრიანი საგანი აღმომიჩინეს. ამას გარდა, ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც თირკმელებთან არის დაკავშირებული და მუდმივად დამრჩება. ასევე, მითხრეს, რომ ამ 5 თვის მანძილზე რომ დავცემულიყავი ან რაიმე უცნაური მოძრაობა გამეკეთებინა, სიცოცხლის ფასად დამიჯდებოდა.”

აღსანიშნავია, რომ ქალს ამ დრომდე აწუხებს თირკმლის უკმარისობა, ხოლო ლითონის საგნის მუცლიდან ამოსაღებად ოპერაცია 4 ოქტომბერს წარმატებით ჩაუტარდა.

 

onalem

ტესტ