fbpx
საბერძნეთი

150 ევროიანი ვაუჩერი საბერძნეთის მთავრობისგან – პლატფორმა რამდენიმე დღეში გაიხსნება

“ტურიზმი ყველასთვის” პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სულ რამდენიმე დღეში შეეძლებათ, რომ გააკეთონ განაცხადი სპეციალური ვაუჩერის მისაღებად, რომელიც ზამთრის დასვენებისთვის არის განკუთვნილი. კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ვინაიდან ცოტა დროა დარჩენილი, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში გამოცხადდეს, როდის იხსნება სისტემა.

საუბარია 150 ევროს ოდენობის ვაუჩერის აღებაზე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ტურიზმის სერვისების მისაღებად. პლატფორმა, რომელზეც განაცხადებს შევავსებთ შემდეგია: https://www.tourism4all.gov.gr/

აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმები, რომელთაც ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ, საკმაოდ გაფართოვდა და შემოსავლის ზღვარი გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანსა და ოჯახებს აქვთ უფლება, რომ განაცხადი გააკეთონ. ვაუჩერების გაცემა მოხდება პლატფორმის დახურვიდან 7-10 დღეში.

რაც შეეხება საშემოსავლო კრიტერიუმებს, შემდეგია:

1 სულზე 16.000 ევრო წელიწადში
მარტოხელა მშობელი და 1 ბავშვი წელიწადში 17,500 ევრო
მარტოხელა მშობელი და 2 ბავშვი წელიწადში 19.000 ევრო
მარტოხელა მშობელი და 3 ბავშვი წელიწადში 21.000 ევრო
მრავალშვილიანობის შემთხვევაში 26.000 ევრო.

ცოლ-ქმარი, ბავშვის გარეშე, 28.000 ევრო
ცოლ-ქმარი, 1 ბავშვით, 29.500 ევრო
ცოლ-ქმარი, 2 ბავშვით, 31.000 ევრო
ცოლ-ქმარი, 3 ბავშვით, 33.000 ევრო
მრავალშვილიანობის შემთხვევაში 38.000 ევრო.

onalem

ტესტ