fbpx
საბერძნეთი

გიორგოს ტრაგას მემკვიდრეობას ბოლო არ უჩანს – აღმოაჩინეს მორიგი ვილა საფრანგეთის პრესტიჟულ დასახლებაში

არა თუ ბერძნულმა მედიამ, არამედ თავად გიორგოს ტრაგას მეუღლემ, მარია კარამაც ახლა აღმოაჩინა, რომ ჟურნალისტს საფრანგეთში, კერძოდ, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ქალაქში და შესაბამისად, მდიდრულ დასახლებაში, კიდევ ერთი ვილა აქვს. სენ-ტროპეში მდებარე უზარმაზარი ქონება არც მეტი, არც ნაკლები, 2,5 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

როგორც უკვე ცნობილია, ტრაგას ვაჟმა, ფრედი ტრაგამ, უარი განაცხადა მამის მემკვიდრეობაზე და საერთოდ განერიდა ამ საქმეებს, ხოლო მარია კარას ახლა საგადასახადო სამსახური სთხოვს დეტალურ ინფორმაციას ამ ვილასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდა, მისმა ვაჟმა, იანისმა კი, კარას ფარული ტრანზაქციები დამალა.

მარია კარას 2022 წლის ქონებრივი ხარჯების კატალოგში სენ-ტროპეში მდებარე ვილასთან დაკავშირებით ფიქსირდება 300.000 ევრო.

როგორც უკვე ცნობილია, ჟურნალისტს გარდაცვალების შემდეგ აღმოუჩინეს უამრავი სახლი, ვილები, აპარტამენტები, რომელთა ღირებულებაც წარმოუდგენელ თანხებს აღწევს და მის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ცხადია, არასოდეს იყო მათი ღირებულების შესაბამისი.

onalem

ტესტ