fbpx
საბერძნეთი

ვიდეო სტიქიის ეპიცენტრიდან – მაკრინიცას ცენტრალური სადგომი წყალმა წაიღო, 30 ადამიანი სასტუმროშია მომწყვდეული

მაგნისიის ტერიტორიიდან წარმოუდგენელი კადრები ვრცელდება. სტიქიამ თავისი ყველაზე “შავი” მხარე აჩვენა და უამრავი ადგილი უბრალოდ წყალმა წაიღო. ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ მიაქვს წყალს მაკრინიცას ცენტრალური ავტოსადგომიც. ამასთანავე, არსებობს ინფორმაცია, რომ 30 ადამიანი პილიოში მდებარე სასტუმროშია მომწყვდეული და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებს, დახმარებას ითხოვს თავად სასტუმროს მეპატრონეც. ამ ადამიანებს შორის ერთი ფეხმძიმე ქალბატონია.

სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ საფრთხეებს, რომლებიც გამართლდა, დატბორილია მთელი ვოლოსი, ადიდებულმა წყალმა მანქანების გარდა, ავტობუსიც კი წაიღო.

 

 

 

onalem

ტესტ