fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“პოლიცია თითოეულ უბანში ყოველ 15 წუთში ერთხელ ივლის, საზღვრებზე კი 400 ახალი ოფიცერი განაწილდება” – მიხალის ხრისოხოიდი

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა კონკრეტული განცხადებები გააკეთა ქვეყანაში პოლიციის მუშაობის გაძლიერებასა და ამასთანავე, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მინისტრის განმარტებით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან, მდინარე ევროსის ტერიტორიაზე განაწილდება 400 ახალი ოფიცერი, რომელიც ქვეყანაში არალეგალი იმიგრანტების აღნიშნული გზით შემოსვლას აღკვეთს. მათი სრული რაოდენობა მობილიზებული იქნება მაისის ბოლოსთვის.

რაც შეეხება კუნძულებს, კუნძულებზე დაგეგმილია 800 გადამზადებული მესაზღვრე-ოფიცრის გაგზავნა, რომელიც მიგრაციის ტალღებით გამოწვეულ პრობლემებს მოაგვარებს, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთ კუნძულზე მიგრანტთა დიდი რაოდენობის გამო, დიდი უკმაყოფილება არსებობს ადგილობრივთა შორის.

“ათენში უკვე განაწილდნენ ოფიცრები, რომლებიც თითოეულ უბანს 10-15 წუთში ერთხელ ამოწმებენ და კრიმინალის პრევენციისთვის მუშაობენ. ძალიან დიდი პრობლემაა თესალონიკშიც, რის გამოც, ამ ქალაქის უბნებშიც ივლის პოლიცია ყოველ 15 წუთში ერთხელ და სიტუაციას გააკონტროლებს, განსაკუთრებით, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში,” აცხადებს მინისტრი.

onalem

ტესტ