fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: 2 წლის გოგონა დედამ უგონოდ მყოფი იპოვა, 40 წუთში კი დაიღუპა

ქალი შოკურ მდგომარეობაშია და ოჯახს არ აქვს პასუხები კითხვებზე, რატომ დაეღუპათ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი სულ რამდენიმე წუთში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე, იმათიაში მოხდა. ქალმა საკუთარი 2 წლის გოგონა ოთახში უგონო მდგომარეობაში იპოვა და მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმებმა ბევრი ეცადეს, გაუკეთეს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო, თუმცა, გოგონა ზუსტად 02:42 წუთზე დაიღუპა.

ყველაზე საინტერესო არის ფაქტი, რომ მის ჯანმრთელობის ისტორიაში არ ფიქსირდება რაიმე ავადმყოფობა. ოჯახმა არ იცის, თუ რა გახდა მათი 2 წლის გოგონას უეცარი დაღუპვის მიზეზი.

დაგეგმილია ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

onalem

ტესტ