fbpx
საზოგადოება

“არსებობს მდედრობითი, მამრობითი, გეი და “სხვა”, აი ეს “სხვა” მე ვარ” – ლაკის გავალას

ცნობილი დიზაინერი, ლაკის გავალა, საკუთარ ცხოვრებაზე წიგნს ამზადებს, რომელიც გაყიდვაში ოქტომბრის თვეში გამოვა. გავალა წიგნში საუბრობს ციხეში გატარებულ პერიოდსა და სექსუალურ ორიენტაციაზე.

როგორც დიზაინერი ამბობს, მისი წიგნის პირველი 7 თავი უკვე წაიკითხა ერთმა ადამიანმა და უთხრა, რომ შოკირებულია:

“წიგნში აბსოლუტურად ყველაფერია. მახსენებს იმას, რაც გავიარე… ხალხმა არ იცის, რომ ბევრი რამ გადავიტანე იმისთვის, რომ ის გავმხდარიყავი, რაც ახლა ვარ. წიგნი მზადდება ჯადოსნური გზით და ოქტომბერში გამოვა. ჩემთვის ყოველი დღე ჩემი ცხოვრების, ჩემი სარკის ანარეკლია. რაც უნდა დამემტკიცებინა, უკვე დავამტკიცე. უბრალოდ, მომბეზრდა უმოქმედობა,” ამბობს გავალა.

რაც შეეხება მის სექსუალურ ორიენტაციას, დიზაინერი ამბობს:

“არსებობს მდედრობითი სქესი, მამრობითი სქესი, გეი და “სხვა”. ამ “სხვაში” შედის ძალიან ბევრი რამ და ეს მე ვარ.”

onalem

ტესტ