fbpx
საბერძნეთი

“არ მაინტერესებს, ჩამკეტეთ ციხეში, 1 თვეში გამოვალ” – და-ძმის მკვლელობაში ბრალდებული თან მუდმივად დანას ატარებდა

როგორც უკვე ცნობილია, 31 წლის მამაკაცი საკუთარი ცოლისა და ცოლისძმის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დამნაშავე პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც 1 საათი დაჰყო.

ისიც გაირკვა, რომ როდესაც გარდაცვლილები მას კანონით ემუქრებოდნენ და ითხოვდნენ, რომ აღარ მიკარებოდა კონსტანტინას, პასუხობდა, რომ არ ადარდებდა, თუ ციხეში ჩაჯდებოდა, რადგან 1 თვეში ისევ გამოვიდოდა.

გარდაცვლილი და-ძმის მამა ითხოვს, რომ მისი შვილების მკვლელი სამაგალითოდ დაისაჯოს.

მამაკაცმა აღიარა, რომ დანა მას მუდმივად თან დაჰქონდა, თავდაცვის მიზნით. ფსიქიატრიულმა გამოკვლევებმა კი ცხადყო, რომ მას ჰქონდა განცდა, რომ სულ ვიღაც უთვალთვალებდა.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ხუთი თვის მანძილზე გარდაცვლილი ქალი ქმარს ურჩევდა, რომ ფსიქიატრისთვის მიეკითხა, რადგან მისი ქცევები არ იყო ნორმალური, თუმცა, ვინაიდან არაფერი შეიცვალა, ერთი თვის წინ საბოლოოდ დაშორდნენ.

28 წლის კონსტანტინასა და მის ძმას, გიორგოს, ხვალ დაკრძალავენ.

 

onalem

ტესტ