fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში მოსალოდნელია თოვა” – საკის არნაუტოღლუს საგანგებო პროგნოზი

“მომდევნო სამშაბათსა და ოთხშაბათს მოსალოდნელია, რომ ითოვოს ჩრდილოეთ საბერძნეთის მთიან რეგიონებში,” ასეთ განცხადებას აკეთებს ბერძენი მეტეოროლოგი, საკის არნაუტოღლუ.

შეიძლება რამდენიმე დღის წინ გვალვა გვქონდა, მაგრამ მომდევნო კვირაში, როგორც ჩანს, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ითოვებს. სინოპტიკოსის თქმით, შაბათს დილით კონკრეტულ ტერიტორიებზე ტემპერატურის 0-მდე ვარდნა დაფიქსირდა.

“ვინაიდან შაბათს დილიდან მთიან რეგიონებში ტემპერატურა 0-მდე დაეცა, მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირაში, კერძოდ, სამშაბათს და ოთხშაბათს, ჩრდილოეთ საბერძნეთში გვქონდეს უხვი ნალექი, თოვლის სახით. მაისის დასასრული იქნება საკმაოდ ცივი,” წერს საკის არნაუტოღლუ.

ათენში დღეს უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი მაქსიმუმ 23 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ნავარაუდევია უმეტესად მოღრუბლული ამინდი და ორშაბათს და სამშაბათს ჰაერი მაქსიმუმ 24-25 გრადუსამდე გათბება.

 

 

onalem

ტესტ