fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

28-დან 30 სექტემბრის ჩათვლით საბერძნეთის მუზეუმებში შესვლა უფასო იქნება!

საბერძნეთის კულტურისა და სპორტის სამინისტრო იუწყება, რომ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეებთან დაკავშირებით, რომელიც უკე 22-ედ აღინიშნება, საბერძნეთის მუზეუმებში შესვლა უფასო იქნება.

უამრავ ქალაქში არსებობს ისეთი არქეოლოგიური ტერიტორიები, რომლებიც საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა, ისინი დიდ ისტორიას ინახავს. სწორედ ამიტომ, ყველა ასეთ ქალაქში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები.

ქვეყნის მასშტაბით, ხვალიდან, 28 სექტემბრიდან, 30 სექტემბრის ჩათვლით მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ტერიტორიებზე შესვლა უფასო იქნება. ასეთი კი სულ 106-ია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს : www.culture.gr   ან facebook: @EHDaysGR (https://www.facebook.com/EHDaysGR/#)

onalem

ტესტ