fbpx
კრიმინალი

47 წლის ბერძენი, რომელსაც ალბანელი ქალი 2 დღე ჰყავდა გატაცებული, ხევში გადავარდა, როდესაც პოლიციას გაურბოდა

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც კერკირაზე 34 წლის ალბანელი ქალი ორი დღის მანძილზე გაუჩინარებული იყო და მისი დაკარგვის შესახებ მისმა პარტნიორმა პოლიციას აცნობა. ქალი რამდენიმე ხანში ოფიცრებმა ლეფკიმიში, აგიოს პროკოპიოს ქუჩაზე იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიციას მისცა ჩვენება და აცხადებდა, რომ 47 წლის ბერძენმა გაიტაცა, გამოკეტა და აუპატიურებდა. პარალელურად კი, მოკვლით ემუქრებოდა,

გამოძიების შედეგად გამტაცებელი დიმიტრის ასპიოტისი აღმოჩნდა, რომელსაც ერთ-ერთ სანაპიროსთან თავშესაფარი ჰქონდა აშენებული და ფიქრობდა, რომ იქ პოლიცია ვერ მიაგნებდა. თუმცა, ვინაიდან მას სჭირდებოდა საკვებისა და სასმლისთვის გარეთ გამოსვლა და სანაპიროზე გადაადგილება, ის ადგილობრივმა მამაკაცმა შენიშნა, ამოიცნო და პოლიციაში დარეკა.

ადგილზე სწრაფად მობილიზდნენ ოფიცრები. დიმიტრის ასპიოტისს, მოულოდნელობის გამო, არ აღმოაჩნდა გაქცევის ძალა, რის შედეგადაც იქ მდებარე 200 მეტრიან ხევში გადავარდა. მას დაზიანებული აქვს წელი და ფეხები.

დამნაშავის ამოსაყვანად სამაშველო სამსახური გამოცხადდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი მას გასამართლება ელის.

onalem

ტესტ