fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ქმრის მკვლელობის დროს ვიქტორია კარიდი ათენის ცენტრში ჩვენებაზე გამოდიოდა

სწორედ იმ დროს, როდესაც იანის მაკრისი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, რომელიც ვულაში მათი აპარტამენტის გარეთ იდგა, მისი ცოლი, ცნობილი მოდელი, ვიქტორია კარიდი, ათენის ცენტრში გამართული, ერთ-ერთი დიზაინერის ჩვენებაზე გამოდიოდა.

ქერა ლამაზმანი მეუღლის მკვლელობის დროს თავისი წარმატებით ტკბებოდა და არ იცოდა, თუ რა ხდებოდა ამის პარალელურად.

მას მომხდარის შესახებ ბიზნესმენის დაცვის თანამშრომლებმა შეატყობინეს და როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, ქალმა მაშინვე მიატოვა ყველაფერი, ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩაიცვა და უკანმოუხედავად წავიდა. ის შოკირებული იყო და უნდოდა თავად ენახა ის, რაც უთხრეს.

ნელნელა კი მამაკაცის მკვლელობის ამბავი მედიამაც გაავრცელა.

წყვილმა 2016 წელს მიკონოსზე იქორწინა და ორი შვილი ჰყავთ.

onalem

ტესტ