fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის პოლიციამ 90 წლის ქალი დააპატიმრა, რომელიც ბაზარში ჩუსტებს ყიდდა

საბერძნეთის პოლიციამ გუშინ თესალონიკის ერთ-ერთ ბაზარში 90 წლის ქალი დააპატიმრა, რადგან ბაზარში ჩუსტებს ნებართვის გარეშე ყიდდა.

ის საკუთარ მოხუც ქმართან ერთად მარტო ცხოვრობს და თესალონიკის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გამართულ ბაზრობაზე გადიოდა და სახლის ჩუსტებს ყიდდა.

ქალი, მას შემდეგ, რაც თითის ანაბეჭდები აუღეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც არც თუ ისე ზრდილობიანად ექცეოდნენ და წყალიც კი არ შესთავაზეს.

ქალბატონმა ილიადუმ ამ მდგომარეობაში  12 საათი გაატარა.

მისი შვილი აცხადებს, რომ მოხუცი დედა პოლიციამ სხვა მოვაჭრეებისგან შესული ზარის გამო დააკავა. სავარაუდოდ, ისინი ჩიოდნენ, რომ ქალი ტერიტორიაზე უკანონოდ ვაჭრობდა.

onalem

ტესტ