fbpx
საზოგადოება

“ქიმიკოსი არ ვარ, რომ მცოდნოდა, რა ზიანს მივაყენებდი იოანას” – 35 წლის ქალის წარმოუდგენელი ჩვენება

ბერძნული მედია 36 წლის ეფის შოკისმომგვრელ ჩვენებას ავრცელებს. ქალი, რომელიც ივნისის შემდეგ დაკავებულია, ბოდიშს პირველად იხდის, თუმცა, როგორც იოანას ადვოკატი აცხადებს, ეს ბოდიში არის ყალბი და ოჯახი არ მიიღებს.

თავად ბრალდებული აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა ზიანი მიაყენა იოანას მჟავით თავდასხმის ფონზე და არც მაშინ ჰქონდა, როცა ამ ყველაფერს გეგმავდა.

“ეს არ იყო დიდი რაოდენობის მჟავა, ერთი ჩვეულებრივი ჭიქა იყო. არ ვიცოდი, რომ ამხელა ზიანს მივაყენებდი იოანას. მე ვიცოდი, მხოლოდ ის, რომ გამოვიწვევდი გარკვეულ ტრამვას. ასევე, არ მქონდა მიზანი, რომ მჟავა სახეში შემესხა. დასტურდება, რომ ვიყავი გვერდით და არა პირისპირ. 

არ ვარ ქიმიკოსი, რომ მცოდნოდა, რა ხარისხის ზიანს გამოვიწვევდი. ამ ქმედებასა და მჟავის მიღებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ და არავინ სხვა, არ ვაპირებ ვთქვა, თუ საიდან მივიღე მჟავა. 

იოანა ჩავთვალე პასუხისმგებლად ჩემს პირად პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოივანი იყო. სასამართლომდე სხვა არაფრის თქმას არ ვაპირებ. ამ დრომდე ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები და პროცესზე უკვე სიმართლე გამჟღავნდება,” აცხადებს დაკავებული.

 

onalem

ტესტ