fbpx
საზოგადოება

“ჩვენც სამუდამო სულიერი სიკვდილი გვაქვს მისჯილი” – ელენი ტოპალუდის მამა

როგორც უკვე ცნობილია, 23 წლის ბერძენსა და 21 წლის ალბანელს საბერძნეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა +15 წელი მიუსაჯა. საზოგადოება შეძრა სასტიკად მოკლული ელენი ტოპალუდის მშობლების მდგომარეობამ, რომლებიც ითხოვენ, რომ სამუდამო პატიმრობა ნამდვილად ნიშნავდეს სამუდამოს და ისინი რამდენიმე წელში ციხიდან არ გამოუშვან.

ელენის მამა უღრმეს მადლობას უხდის მოსამართლეს, რომელმაც აბსოლუტური პროფესიონალიზმი და ჰუმანიზმის მაღალი დონე გამოავლინა, ორ კოლეგასთან და სამ ნაფიც მსაჯულთან ერთად, გადაწყდა, რომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნობილიყო და არ გაითვალისწინეს არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება.

“ჩვენ ბევრი ასეთი მოსამართლე გვინდა. გვინდა, რომ სამუდამო პატიმრობა სამუდამოს ნიშნავდეს. ჩვენც მოსჯილი გვაქვს სამუდამო სულიერი სიკვდილი… ჩვენი შვილი უკან არ დაბრუნდება. ყველა ბერძენ მშობელს ეხება, რომ გავხადოთ ჩვენი საზოგადოება ბევრად უსაფრთხო ჩვენივე შვილებისთვის,” ამბობს იანის ტოპალუდი.

 

 

onalem

ტესტ