fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება: იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები – ნიღაბი სავალდებულოა!

ადონის გეორგიადისის საგანგებო განცხადებით, 18 მაისიდან საბერძნეთში დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები იხსნება.

მათი გახსნა 1 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ჩანს, ექსპერტების რეკომენდაციით დიდი სავაჭრო ცენტრების ამუშავება უკვე შესაძლებელია მომდევნო ორშაბათიდან.

გეორგიადისმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვისაც და კლიენტებისთვისაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.  

ცნობილია, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს კაფე-ბარების, ტავერებისა და რესტორნების გახსნის საკითხს 25 მაისისთვის და არა 1 ივნისისთვის. ამ თემაზე ისინი ექსპერტებისგან რეკომენდაციებს ითხოვენ.

დეტალური ოფიციალური ინფორმაცია და რეკომენდაციები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ