fbpx
საზოგადოება

ათენში 22 წლის ემიგრანტი გოგოს შემოყვანას მამაკაცი ჩემოდნით ცდილობდა

25 წლის მამაკაცმა ორიგინალური და საკმაოდ მოძველებული ხერხი შეარჩია, რომ 22 წლის გოგონა ათენში, პირეოსის პორტში შემოეყვანა. ის თვლიდა, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა, თუმცა, გეგმა ჩაეშალა.

როგორც ხიოსის პორტის პოლიცია იუწყება, 25 წლის უცხოელ მამაკაცს 22 წლის გოგო ჩემოდანში ჰყავდა დამალული და ამ გზით ცდილობდა ათენისკენ მომავალ გემზე მის აყვანას, თუმცა, შემოწმების შედეგად ორივე დააკავეს.

საბოლოოდ კუნძულ ხიოსიდან პირეოსამდე ვერცერთმა მათგანმა ვერ ჩამოაღწია. საქმეს დეტალურად კუნძულის პორტის ხელმძღვანელობა იძიებს.

onalem

ტესტ