fbpx
საზოგადოება

განგაში 4 წლის ბავშვის გაუჩინარების გამო – ბიჭი ათენში თავისი სახლიდან გაქრა

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში ბავშვის გაუჩინარების გამო ამოქმედდა Amber Alert. არსებული ცნობებით, მცირეწლოვანი ბიჭი 2022 წლის 15 დეკემბერს საკუთარი სახლიდან გაქრა და მას შემდეგ მისი კვალიც არ ჩანს.

მედია იუწყება, რომ 4 წლის ბავშვი ემიგრანტების შვილია, მოლდოვადან, რომლებიც საბერძნეთში ემიგრაციაში ცხოვრობენ. ვინაიდან მცირეწლოვანი უკვე თვეებია არ ჩანს, პროკურორის გადაწყვეტილებით, დღეს, 17 მაისს, ამოქმედდა განგაშის სიგნალი, რადგან ითვლება, რომ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

საუბარია ბიჭზე, ევგენიოს ტულბურეზე, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4 წლის არის, მისი სიმღლე 1,10 მეტრია, უცნობია, თუ რა ეცვა გაუჩინარების დღეს.

“ორგანიზაცია ბავშვის” ღიმილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თუკი ვინმეს ნანახი ჰყავს ბავშვი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პოლიციას.

 

onalem

ტესტ