fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

ფულადი დახმარება საბერძნეთში – ნახეთ, როდის დაირიცხება თანხები და ვის აქვს მიღების უფლება

როგორც საბერძნეთის შრომის მინისტრის მოადგილე, დომნა მიხაილიდუ აცხადებს, სოციალური დახმარების რაოდენობა 500-დან 1000 ევრომდე იმერყევებს და თანხას დაბალი შემოსავლების მქონე პირები მიიღებენ. კვირის ბოლომდე ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულ განცხადებებს გააკეთებს, თუმცა, მანამდე მიხაილიდუმ ჩამოთვალა ის სამი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ნაწილი ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

დახმარების მიღების უფლება აქვთ, როგორც ბერძნებს, ასევე ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ საბერძნეთში და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

კერძოდ, როგორც ირკვევა, თანხები გამოყოფილია 200.000 დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლისთვის. დაყოფა კი შემდეგნაირად ხორციელდება. თანხებს მიიღებენ:

  1. დიდი ხნის მანძილზე ოფიციალურად უმუშევარი პირები
  2. მრავალშვილიანი ოჯახები
  3. ოჯახები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები ჰყავთ

ევროჯგუფის შეხვედრაზე ცნობილი გახდება, თუ კონკრეტულად ვის რა თანხა ეკუთვნის და განისაზღვრება შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები. ფულადი დახმარება კი, მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებლად, შობამდე, 25 დეკემბრამდე დაირიცხება.

 

 

onalem

ტესტ