fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელიც ბოლო 15 წელი სხვისი გულით ცოცხლობდა, გარდაიცვალა

გარდაიცვალა ზოი კოსტარიდი, ქალი, რომელსაც 2004 წელს ავარიაში დაღუპული 17 წლის ბიჭის გული გადაუნერგეს. მაშინ ეს მსოფლიოში ტრანსპლანტაციის უიშვიათესი შემთხვევა იყო. ურთულესი ოპერაციების მიუხედავად, ზოიმ შეძლო და ჯანმრთელი შვილი გააჩინა, რომელსაც საკუთარი დონორის სახელი დაარქვა.

შემთხვევა, რომ ქალისთვის გული გადაენერგათ და მას შემდეგ შვილი გაეჩინა, საბერძნეთში პირველი იყო.

მას შემდეგ მან საკუთარი ცხოვრება სწორედ ამ თემას დაუკავშირა და ტრანსპლანტაციის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

ზოი კოსტარიდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაავრცელა, რომელმაც სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა:

onalem

ტესტ