fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: 2.000 ევრო თითო ბავშვზე ოჯახებს 2020 წლიდან

დომნა მიხაილიდუმ ტელეკომპანია SKAI-ზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება პროგრამა, რომელიც საბერძნეთის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შრომის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ყოველ ბავშვზე საბერძნეთში 2.000 ევრო გაიცემა.

2020 წლისთვის მთავრობა გაგმავს:

  1. გასცეს დახმარება 2020 წლიდან საბერძნეთში დაბადებულ თითოეულ ბავშვზე, 2.000 ევროს ოდენობით.
  2. წლიური შემოსავლების მიხედვით, საგადასახადო სამსახურში გადასახდელი თანხის ლიმიტი აიწევს 1000 ევროთი, თითო ბავშვზე.
  3. დახმარებებს, რომლებსაც ოჯახები ბავშვებისთვის იღებენ, ასევე შეიცვლის სახეს.
  4. არცერთი ბავშვი არ დარჩება საბავშვო ბაღის გარეშე. მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილს ბაღში ვერ დაარეგისტრირებენ, ადგილების ნაკლებობის გამო, მიიღებენ ვაუჩერს ყოველთვიური 180 ევროს ოდენობით, რათა იპოვონ სხვა დაწესებულება, სურვილის შესაბამისად.
  5. საბავშვო ბაღებში გაიზრდება საათების რაოდენობა, შეიცვლება და დაემატება პროგრამები, რომლებიც მოიაზრებს მშობლებთან შეხვედრებსა და მათ მეტ ჩართულობას შვილებთან ურთიერთობაში.

ასევე იგეგმება წყვილების დახმარება, 60.000 ევროთი, რომელთაც ჯერ არ ჰყავთ შვილი. თუმცა, აღნიშნული თანხა მათ შვილის გაჩენის დაგეგმვის შემთხვევაში გადაეცემათ.

 

onalem

ტესტ