fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: დიახ, ხელფასები გაიზრდება, მაგრამ რამდენით?!

“Proto Thema” მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში ხელფასების გაზრდის პერსპექტივა სრულიად რეალურია, ევროკომისიამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუმცა, მთავარია ის, თუ რამდენით მოიმატებს მინიმალური თანხა, რომელსაც საბერძნეთში დასაქმებული პირი იღებს?!

შრომის მინისტრ, ეფი ახციოღლუს ოფიციალური განმარტებების მიხედვით, ხელფასები 5%-6%-ით გაიზრდება, ეს კი 29-35 ევრომდეა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ 10%-იანი ზრდა, როგორც ეს თავდაპირველად იგეგმებოდა, გადაჭარბებულია.

სავარაუდოდ, მთავრობა გეგმავს, რომ იპოვოს გარკვეული შუალედი და არსებული მდგომარეობის ფონზე, ხელფასები გაზარდოს 7%-8%-ით, რითიც თავიდან აიცილებს მოსახლეობის უკმაყოფილებასა და ნეგატიურ განწყობას.

ახალი საარსებო მინიმუმი ძალაში 2019 წლის 1 თებერვალს შევა, მას შემდეგ, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრემიერი, ალექსის ციპრა მოაწერს ხელს.

ამრიგად საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებულ ყველა პირს მინიმალური ხელფასი კანონის ფარგლებში უნდა გაეზარდოს.

 

onalem

ტესტ