fbpx
საზოგადოება

სიახლე: რა გველოდება ომონიის მოედანზე ზაფხულისთვის?!

ომონია ათენის ერთ-ერთი ცენტრალური უბანია, სადაც მოსახლეობა აქტიურად გადაადგილდება. გარდა იმისა, რომ იქ უამრავი ადამიანი მუშაობს, დასვენების დღეებშიც კი, ყველაზე მეტი ხალხი სწორედ ომონიაზე ტრიალებს, განსაკუთრებით კი ემიგრანტები, რომელთაც თავისი საქმის მოგვარებისთვის ძირითადად იქ უწევთ მისვლა.

ათენის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს. ყველას მოეხსენება, თუ როგორ ცხელა ზაფხულის თვეებში ათენში და ქალაქის შუაგულში მზე განსაკუთრებით აჭერს. ყველას არ შეუძლია წავიდეს სხვადასხვა კუნძულებზე დასასვენებლად, ამიტომ მოსახლეობის ნაწილს, რომელიც 45 გრადუსიან სიცხეს ქალაქში ებრძვის, რაღაც ახალი სჭირდება.

ინიციატივა ასეთია: ომონიის მოედანზე გაკეთდება სპეციალური ტექნიკა, რომელიც 4.500 კვადრატულ მეტრზე იქნება გათვლილი და ჰაერის ტემპერატურას დაარეგულირებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე საგრძნობლად ეგრილება და ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში იქ გაჩერება თავისუფლად შეეძლებათ, ისე, რომ სიცხისგან არ შეწუხდებიან.

ათენის მერი, გიორგოს კამინისი აცხადებს, რომ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სარესტავრაციო სამუშაო, ომონიის იერსახის გასაუმჯობესებლად.

onalem

ტესტ