fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ 1 თებერვლიდან მინიმალური ხელფასი არ გაგეზარდათ

როგორც უკვე ცნობილია, ალექსის ციპრას გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 650 ევრომდე უნდა გაიზარდოს. ეს ოფიციალური კანონია და არ არის დამოკიდებული დამსაქმებლის სურვილზე, სურს თუ არა მას თქვენი ხელფასის გაზრდა. ის ვალდებულია გადაგიხადოთ მინიმუმ 650 ევრო.

შრომის სამინისტრო აცხადებს, რომ თუ თქვენ ოფიციალურად დასაქმებული პირი ხართ და დადებული გაქვთ გარკვეული კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, იღებთ კონკრეტულ ხელფასს, დამსაქმებელი ვალდებულია შეცვალოს კონტრაქტი და 1 თებერვლიდან განახლებული ხელფასი მიუთითოს.

ახალი კანონის მიღების პარალელურად გაჩნდა კითხვა, თუ რა შეუძლია დასაქმებულ პირს გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუკი მინიმალური ხელფასი 650 ევრომდე არ გაეზარდა და 1 თებერვლის შემდეგ, კვლავ მცირე რაოდენობას იღებს.

შრომის მინისტრი, ეფი ახციოღლუ შემდეგ განმარტებას აკეთებს:

“ვფიქრობ, დამსაქმებლის მიერ მინიმალური ხელფასის არ გაცემა დიდი შეცდომა იქნება. თანამშრომელს სრული უფლება აქვს მიმართოს შრომის ინსპექციას და აღნიშნული საკითხის შესახებ განაცხადოს. ამის შემდეგ კი დამსაქმებელი დაჯარიმდება.”

 

onalem

ტესტ