fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

უკიდურესად მაღალი ფასები სუპერმარკეტებში – მთავრობა აღნიშნულ საკითხში ჩარევას გეგმავს

განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, კოსტას სკრეკასმა, ვაჭრობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალურ მდივანთან გამართა შეხვედრა, რომელიც მიმართული იყო ინფლაციური ზეწოლის წინააღმდეგ ზომების მიღებაზე.

საბერძნეთის მოსახლეობამ უკვე დიდი ხანია იგრძნო საკუთარ ჯიბეზე ინფლაციის გავლენა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში ინფლაციის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საბერძნეთში, ფასები კი, სრულიად შეუსაბამოდ იზრდება. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ საქმე გვაქვს სპეკულაციებთან და ბიზნესის მეპატრონეთა მიერ მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ორიენტირებასთან.

საბერძნეთის მთავრობამ შეიმუშავა გარკვეული გეგმა და აპირებს, რომ ჩაერიოს აღნიშნულ საკითხში, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. თითოეული სუპერმარკეტისა და მარკეტებისგან მოთხოვნილია პროდუქტების უახლესი ფასები, ასევე, მოთხოვნილია, რომ ფასებში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ გადაეცეთ ინფორმაცია, რათა დადგინდეს, რამდენად ობიექტურია ფასის ზრდა.

ასევე, ყოველდღიურად უნდა ეცნობოს განვითარების სამინისტროს, ხილ-ბოსტნეულის საცალო ფასის შესახებ.

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილებები დაფიქსირდება, ვინაიდან კირიაკოს მიცოტაკიმ სპეკულაციებს, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ომი გამოუცხადა.

 

 

onalem

ტესტ